Accentnews.ge
რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსმა „მკვლელის“ სტატუსი დაკარგა

რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსმა „მკვლელის“ სტატუსი დაკარგა

30/04/2020 08:13:49 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის შეფასებით, ახალი ტიპის კორონავირუსმა „მკვლელის“ ფუქნცია დაკარგა. მაგალითად მან შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 82 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის შემთხვევა მოიყვანდა.

„82 წლის ქალბატონი, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, ადეკვატური, სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? ამ ქალბატონს ბოლო 30 წელია, შაქრიანი დიაბეტი აქვს, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე. ანუ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შქრიანი დიაბეტი სხვადასხვა ფორმებით გართულებული არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში. როგორც კი სამყაროში ეს ვირუსი გაჩნდა, რატომღაც, ყველამ, ვინაიდან ახალი იყო და მაღალი იყო ლეტალობის ინდექცი, „მკვლელი“ დავარქვით. მაგრამ ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა“,– განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთან, რატიანმა განაცხადა, რომ დღეს კლინიკას ხუთი ადამიანი დატოვებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S