ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა
30/04/2020 07:46:12 მსოფლიო
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 101 ადამიანი გარდაიცვალა და 7 099 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ით 1073 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 106 498, გამოჯანმრთელებულია 11 619.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


