ბრაზილიაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა
30/04/2020 07:41:52 მსოფლიო
ბრაზილიაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 449 ადამიანი გარდაიცვალა და 6 276 დაინფიცირდა.
ბრაზილიაში Covid-19–ით დაღუპულთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავდებამ 5 513 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 79 685, გამოჯანმრთელებულია 34 132.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


