Accentnews.ge
ახალი შემთხვევები სვანეთიდან, ბოლნისიდან და თეთრიწყაროდანაა

ახალი შემთხვევები სვანეთიდან, ბოლნისიდან და თეთრიწყაროდანაა

30/04/2020 06:28:28 საზოგადოება

ახალი დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა თეთრი წყაროს უკავშირდება,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

"უმეტესობა – 15 თეთრი წყაროს კლასტერიდანაა, სვანეთიდანაა – სამი, ხოლო დანარჩენი ბოლნისიდან",– განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა, ამდენად, შემთხვევათა რიცხვი 539–მდე გაიზარდა, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S