Accentnews.ge
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა

30/04/2020 06:16:42 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამდენად საერთო რიცხვი 539–მდე გაიზარდა, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.

ახალი დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა თეთრი წყაროს უკავშირდება,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

"უმეტესობა – 15 თეთრი წყაროს კლასტერიდანაა, სვანეთიდანაა – სამი, ხოლო დანარჩენი ბოლნისიდან",– განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S