Accentnews.ge
რუსეთს COVID–19-ის პანდემიაში ჩინეთის დადანაშაულება "აღელვებს"

რუსეთს COVID–19-ის პანდემიაში ჩინეთის დადანაშაულება "აღელვებს"

30/04/2020 06:05:26 მსოფლიო

რუსეთს აღელვებს ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობა, კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო “ტასსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„გულს გვტკენს ის რიტორიკა და მცდელობა, რომელიც რომელიმე ერთი მხარისკენ თითის გაშვერას გულისხმობს. აშშ ადანაშაულებს ჩინეთს. ჩინეთის წინააღმდეგ ბრალდებები გაახმაურეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც (საფრანგეთსა და გერმანიაშიც),“- აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აბსოლუტური პრიორიტეტი პანდემიაზე გამარჯვება უნდა იყოს.

„მოგვიანებით, რასაკვირველია, მისი წარმოშობის მიზეზებიც უნდა გავარკვიოთ. მეცნიერების პროგნოზით, კორონავირუსი კვლავ დაბრუნდა და სეზონური გრიპებისა და დაავადებების მსგავსად მუდმივად იარსებებს ჩვენთან. ამიტომ, მისი წარმოშობის მიზეზების შესწავლა აუცილებლად დაგვჭირდება.

შეგახსენებთ, აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ჩინეთს პანდემიის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში ადანაშაულებს და მისგან კომპენსაციის სახით გარკვეული თანხის მოთხოვნის საკითხს განიხილავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S