ბრუკლინის დამკრძალავ ბიუროსთან, სატვირთო მანქანებში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს
30/04/2020 05:34:42 მსოფლიო
ნიუ-იორკში, ბრუკლინის დამკრძალავ ბიუროსთან, სატვირთო მანქანებში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს,- იუწყება „ნიუ იორკ თაიმსი“.
მედია წერს, რომ სამართალდამცველების ყურადღება სატვირთო მანქანამ მას შემდეგ მიიქცია, რაც მეზობლებისგან უსიამოვნო სუნის შესახებ შეტყობინება მიიღეს. შემოწმების შემდეგ კი ორ სატვირთო მანქანაში 100–მდე ცხედარი იპოვეს.
როგორც დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანიის სამაცივრე საწყობი მწყობრიდან გამოვიდა.
როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, კორონავრიუსის პანდემიის დაწყებიდან ქალაქ ნიუ–იორკში „კოვიდ-19“-ით 14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირაა, ნიუ–იორკის საავადმყოფოები, დამკრძალავი ბიუროებო, კრემატორიუმები, სასაფლაოები დატვირთვას ვერ აუდიან.


