ფაუჩი - „რემდესივერზე“ : „წამალმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია“
29/04/2020 22:08:55 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „რემდესივერის“ ეფექტურობის შესახებ საუბრობს.
„წამალმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია“ - ეს განცხადება ფაუჩიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი ინფორმაციით, პრეპარატი ამცირებს, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ასევე ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდს.
ფაუჩის განცხადებით, პაციენტები, ვინც პრეპარატი მიიღო, საშუალოდ 11 დღეში ჯანმრთელდებოდა, ხოლო მათ, ვინც - "პლაცებო", საშუალოდ 15 დღე სჭირდებოდა.


