Accentnews.ge
"პიკი ალბათ, უახლოეს დღეებში მოიხსნება"

"პიკი ალბათ, უახლოეს დღეებში მოიხსნება"

29/04/2020 21:59:39 საზოგადოება

პიკი ალბათ, უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

„ეპიდემიის შემთხვევაში, არსებობს ასეთი რამ, როდესაც ვირუსი იწყებს სწრაფად აფეთქებას და პროგრესირებს, ის ასევე სწრაფად იწყებს თავის ფუნქციის შეწყვეტას და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დადგება. პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რისი დიდი იმედიც მე პირადად მაქვს“- განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S