იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირებას განაგრძობს
29/04/2020 19:59:34 მსოფლიო
იტალიაში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირებას განაგრძობს. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 323 ადამიანი გარდაიცვალა და 2 086 დაინფიცირდა.
იტალიაში ინფიცირების ახალი შემთხვევები უკვე ბოლო 10 დღეა, მცირდება.
4 მაისიდან ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება იწყება.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალმა კორონავირუსმა 27 682 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 203 591, გამოჯანმრთელებულია 71 252.


