Accentnews.ge
მე– 2 დღეა, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

მე– 2 დღეა, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

29/04/2020 19:45:43 მსოფლიო

მე– 2 დღეა, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით 89 ადამიანი დაიღუპა და 5 328 დაინფიცირდა.

  • 28 აპრილი – 92 გარდაიცვალა და 2 392 დაიფიცირდა
  • 27 აპრილი – 95 გარდაიცვალა და 2131 დაიფიცირდა
  • 26 აპრილი – 99 გარდაიცვალა და 2357 დაინფიცირდა
  • 25 აპრილი – 106 გარდაიცვალა და 2861 დაინფიცირდა
  • 24 აპრილი – 109 გარდაიცვალა და 3 122 დაინფიცირდა

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილიდან 27 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 3081 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 117 589, გამოჯანმრთელებულია 44 022.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S