Accentnews.ge
"ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია"

"ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია"

29/04/2020 18:04:38 საზოგადოება

"ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ახალი კორორნავირუსით ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.

"ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის – სავარაუდოდ, საქართველოშიც", – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S