Accentnews.ge
ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი

ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი

29/04/2020 17:18:31 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს რატომ არის საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი.

როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულს ორი მიზეზი განაპირობებს.

„ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად. თითოეულ პაციენტს ყოვედღიურად კონსილიუმი განიხილავს და არა მარტო ერთი კლინიკის. ზოგს რომ უკვირს, რატომ არის საქრთველოში ასე მცირე სიკვდილიანობა, ახლა აგიხსნით, აქ არის 2 მიზეზი: პირველი, რომ პაციენტები ძალიან მოვლილები არიან. არ მითხრათ, რომ სხვა ქვეყანაში ასე მოვლილი პაციენტებია, რომ 24 საათი მას ექიმი და ექთანი თავზე ადგას, ეს უბრალოდ არ არის. მეორე მიზიზი კი ისაა, რომ თითოეულ პაციენტს არ ვმკურნალობთ ტრაფარეტულად და სტანდარტულად. ვიღაცას რაიმე მაჩვენებელი შეეცვალა? იმ მაჩვენებლის კორექციას ვცდილობთ. ეს ჯამში იძლევა იმ შედეგს, რომელიც ჯერ–ჯერობით გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S