Accentnews.ge
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საგანგებო განცხადება ინფიცირებულ მედდაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საგანგებო განცხადება ინფიცირებულ მედდაზე

29/04/2020 16:37:06 საზოგადოება

გორის სამედრო ჰოსპიტალ ინფიცირებული მედდის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უმცროს მედდას სპეციალური აღჭურვილობის გარეშე სხვა ექიმებთან კონტაქტი არ ჰქონია.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისშიცხოვრობს.

არსებული ინფორმაციით, გუშინ ის იმყოფებოდა ძმის ოჯახში, რომელიც სოფელ კარალეთში ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S