საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მესამედი უკვე გამოჯანმრთელებულია
29/04/2020 15:21:44 საზოგადოება
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მესამედი უკვე გამოჯანმრთელებულია. ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


