Gilead: „NIAID–ს მონაცემებით, COVID-19–ით ინფიცირებულების remdesivir –ით მკურნალობის შედეგები იმედისმომცემია“
29/04/2020 15:06:30 მსოფლიო
აშშ–ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) კვლევის შედეგების თანახმად, COVID-19–ით ინფიცირებულების remdesivir –ით მკურნალობის შედეგები იმედისმომცემია, – ამის შესახებ ინფორმაციას remdesivir–ის მწარმოებელი კომპანია Gilead ავრცელებს.
„აშშ–ში მიმდინარე ცდების შედეგად დადგინდა, რომ remdesivir–ით მკურნალობისას 5 დღეში შეიძლება, დადგეს იგივე შედეგი, რომელიც სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს 10 დღეში მიიღწევა. Gilead NIAID –სგან საბოლოო მონაცემებს მაისის ბოლოს ელოდება“, – აცხადებენ კომპანიაში.
ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


