Accentnews.ge
სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებები 15–20 მაისი ფარგლებში გაიცემა

სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებები 15–20 მაისი ფარგლებში გაიცემა

29/04/2020 14:49:32 საზოგადოება

სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებები 15–20 მაისი ფარგლებში გაიცემა,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„რაც შეეხება სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებებს, მათი გაცემა 15 მაისიდან 20 მაისი ფარგლებში იქნება უკვე შესაძლებელი და გადარიცხვებსა დავიწყებთ. ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა არ არიან მიმღებები სოციალური დახმარების, რადგან მათი ქულა არის უფრო მაღალი ვიდრე მიზნობრივი სოციალური პროგრამა მოიაზრებს, ასეთები არიან 65 000-დან 100 000 ქულამდე რაჟირებაში არსებული ოჯახები, დაახლოები 70 000 ოჯახი, ანუ 190 000 პირზე მეტი, მათთვის გადარიცხვები დაიწყება 15 მაისიდან. ასევე გადარიცხვები დაიწყება იმ ოჯახებისთვის ვისაც ჰყავთ სამ შვილზე მეტი და მათი ქულა არის 100 000 და ნაკლები, ასევე შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის“, - განაცხადა ბარკალაიამ "იმედის" ეთერში.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მათი სოციალური მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა, ქულების მისანიჭებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S