კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სანიტარს დაუდასტურდა
29/04/2020 14:06:06 საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი დაუდასტურდა სანიტარს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს,–იუწყება პირველი არხი.
ირკვევა, რომ ინფიცირებული 28 აპრილს კარალეთში – ძმის ოჯახში იმყოფებოდა.
როგორც კარალეთის გამგებელი ჰამლეტ პეტუაშვილი აცხადებს, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ უკვე მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.


