საქართველოში მიწისძვრა მოხდა
29/04/2020 13:24:32 საზოგადოება
დღეს, თბილისის დროით 17:18 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი დაბა ქედასთან იყო. სიმძლავრემ კი 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
განახლება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დღეს, თბილისის დროით 17:18 საათზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით დაზუსტებულ მონაცემებს ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ტაო-კლარჯეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.


