კორონავირუსით სამედიცინო სექტორის კიდევ ხუთი წარმომადგენელი დაინფიცირდა
29/04/2020 13:18:38 საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ხუთ ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათგან სამი გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტრობის ბრიგადის თანამშრომელია.
ირკვევა, რომ ერთ–ერთი ინფიცირებული ბოლნისის გარდა თბილისის რამდენიმე დაწესებულებაშიც მუშაობდა.
ინფიცირებულები საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ, სადაც მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბოლნისში მათ ერთ–ერთ კოლეგას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის: ქვეტანაში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 168 გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.


