Accentnews.ge
გერმანულ–ამერიკული წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის შესაძლოა, უკვე შემოდგომისთვის იყოს მზად

გერმანულ–ამერიკული წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის შესაძლოა, უკვე შემოდგომისთვის იყოს მზად

29/04/2020 11:22:34 მსოფლიო

გერმანულ–ამერიკული წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა BNT162 გადაუდებელი გამოყენებისთვის შესაძლოა, უკვე შემოდგომისთვის, კონკრეტულად კი სექტემბრისთვის იყოს მზად, – იუწყება The Wall Street Journal.

კომპანიების ცნობით, წარმატების შემთხვევაში ვაქცინის მილიონობით დოზის წარმოება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ამჟამად გერმანიაში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას 18–დან 55 წლამდე 200 ჯანმრთელი მოხალისე იღებს. როგორც BNT162–ის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, მომავალ კვირაში ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა აშშ–შიც დაიწყება.

გერმანიაში ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილიდან დაიწყო და ჯერ–ჯერობით შედეგების თაობაზე მწარმოებელი კომპანიები ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ვაქცინა სახელწოდებით BNT162 გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech, ამერიკულ ფარმაცეფტულ გიგანტ Pfizer–თან ერთად შექმნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, სულ მცირე, ოც სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S