Accentnews.ge
როგორ მიიღებენ დახმარებას პირები, რომლებიც ხელფასს „ხელზე“ იღებდნენ

როგორ მიიღებენ დახმარებას პირები, რომლებიც ხელფასს „ხელზე“ იღებდნენ

29/04/2020 11:13:59 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რა მექანიზმი იმუშავებს იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ოფიციალურად შემოსავალი არ უფიქსირდებათ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დასაქმებულები იყვნენ ფიზიკურ პირებთან და შრომით ანაზღაურებას „ხელზე“ იღებდნენ.

თემის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში ცნობად საბანკო ამონაწერებიც იქნება განხილული. კერძოდ, ვინაიდან ოფიციალურ ცნობად განიხილება მხოლოდ იურიდიური პირის მიერ გაცემული დოკუმენტი და მოქალაქე, რომელიც მაგალითად, იყო თვითდასაქმებული, თუმცა ამას ვერ ადასტურებს, შეუძლია ბანკის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერი ატვირთოს პორტალზე, რომელიც 15 მაისიდან ამოქმედდება და ამ ფორმით დაადასტუროს საკუთარი შემოსავალი.

„კომისიის მხრიდან განსაკუთრებულად ლოიალური მექანიზმი იქნება ამოქმედებული, რომელიც პირველ რიგში, ბენეფიციარის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული – თითოეული განცხადება ძალიან ლოიალურად იქნება განხილული. ამაში შევლენ ის პირები, რომლებიც თუნდაც, საბანკო ანგარიშებით – ნებისმიერი ტრანზაქციით დაადასტურებენ, რომ რაიმე ტიპის შემოსავალი ერიცხებოდათ. ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი ცნობა საკმარისია იმისთვის, რომ მათ დახმარება მიიღონ. თუ მათ არც ერთი ცნობა არ აქვთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება ძალიან რთულია“,– განაცხადა ბარკალაიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ცნობა არ უნდა იყოს გაცემული კერძო პირების – ოჯახების მიერ.

„არა ოჯახებისგან, მაგრამ იგივე საბანკო ანგარიშები იქნება – ბანკი იურიდიული პირია, ამიტომ საბანკო ანგარიშები, თუნდაც დაფარვები, გადახდები ბანკის მეშვეობით – ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ თავიანთი ფულადი ტრანზაქციები დაადასტურონ“.

ამასთან, თუ დამსაქმებელი (იურიდიული პირი) დაადასტურებს, რომ პირი მასთან იყო დასაქმებული, თუმცა შრომით ანაზღაურებას „ხელზე“ გასცემდა, მსგავსი დოკუმენტი ცნობად ჩაითვლება:

„დამსაქმებელი ამ შემთხვევაში გადამოწმებული არ იქნება – ეს პროცესი არ არის ორიენტირებული დამსაქმებლის დასჯაზე“.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა ისიც, რომ თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია არანაირ გავლენას არ მოახდენს სოციალურად დაუცველთა სტატუსზე. ეს არის ერთჯერადი გასაცემელი.

თავად კომპენსაციის მიღების პროცესი კი დაახლოებით, მაისის ბოლოდან დაიწყება. კერძოდ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პორტალი, სადაც მოქალაქეებმა განცახდებები და დოკუმენტები უნდა ატვირთონ, 15 მაისიდან ამოქმედდება, დოკუმენტების შესწავლას კი დაახლოებით 10– 14 დღე დასჭირდება.

იხილეთ ასევე: ვინ რა სახის დახმარებას მიიღებს პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი

მთავრობამ გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა ისარგებლონ მოქალაქეებმა დახმარებით https://mof.ge

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S