კომპენსაციის ჩარიცხვა მაისის ბოლოდან დაიწყება
29/04/2020 10:46:49 საზოგადოება
კომპენსაციების ჩარიცხვა დაახლოებით, მაისის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
„ვფიქრობთ, 15 მაისიდან ჩაირთვება პორტალი, რომელზეც ჩენი ბენეფიციარების აღრიცხვა მოხდება, დაახლოებით 10 დღე 2 კვირა იქნება საკმარისი,, რომ მოხდეს დოკუმენტაციის სრული განხილვა და შემდეგ დაიწყება ჩარიცხვები“,– განაცხადა საკითხის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის: მოქალაქეთა ნაწილი სახელმწიფოსგან თვეში 200–ლარიან დახმარებას მიიღებს, ნაწილი – ერთჯერადად 300–ლარიანს, ხოლო ნაწილი დახმარების გარეშე რჩება.


