ჩინეთის პარლამენტი სამუშაო გრაფიკს უბრუნდება
29/04/2020 10:38:56 მსოფლიო
ჩინეთის პარლამენტი სამუშაო გრაფიკს უბრუნდება. ყოველწლიური სესია საკანონმდებლო ორგანოში 22 მაისს გაიხსნება. სხდომაზე დელეგატებს ხელისუფლება ეკონომიკურ გეგმას და თავდაცვის ხარჯებს წარუდგენს. თავდაპირველად სესია 5 მაისს იგეგემებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19-ით ჩინეთში თითქმის 83 ათასამდე ადამიანი დაავადდა, 4 ათას 600-ზე მეტი კი დაიღუპა.


