საბერძნეთი ტურისტების მიღებას ივლისში გეგმავს
29/04/2020 10:15:41 მსოფლიო
საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის თეოხარისის თქმით, ქვეყანა ტურისტებს ივლისიდან მიიღებს.
„სეზონის უმეტესი ნაწილის გადარჩენის მიზნით, მოქმედება ივლისში უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყანაში ვერ მოხდება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტურიზმი ამუშავდეს“, - განაცხადა თეოხარისმა.
მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


