დღეს ჟურნალისტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ
29/04/2020 09:54:25 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირთა პანსიონატების გარდა, არსებობს სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ, მათ შორის – ჟურნალისტებს.
როგორც გოფოძე ამბობს, სწრაფი ტესტის მეშვეობით ჟურნალისტების ტესტირება დღეიდან იწყება.
რესპუბლიკური საავადმყოფო საკუთარი იმიციატივით იმ ჟურნალისტებს ჩაუტარებს ტესტს, ვინც დღეს კლინიკაში გადაღებაზე იმყოფებიან.
„გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას“,- აღნიშნა გოფოძემ.
მისივე თქმით, ჩატარდება სწრაფი ტესტირება, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში მოხდება გადასვლა „პისიარ“ ტესტებზე.
„ასეთი მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.


