Accentnews.ge
ბრაზილიაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

ბრაზილიაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

29/04/2020 09:28:32 მსოფლიო

ბრაზილიაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 474 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში Covid-19–მა 5 083 ადამიანი იმსხვერპლა, ჩინეთში კი – 4 633.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S