ამერიკელმა პილოტებმა მედიკოსებისადმი მადლიერების ნიშნად ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის თავზე რთული მანევრები შეასრულეს (ვიდეო)
29/04/2020 08:29:14 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ მედიკოსებს მადლობა უნიკალური სანახაობით გადაუხადეს.
ქვეყნის საჰაერო ძალების მფრინავების ელიტარულ რაზმმა მედიკოსებისადმი მადლიერების ნიშნად ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის თავზე რთული მანევრები შეასრულეს. სანახაობა 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყნაში ახალი კორონავირუსით 59 266 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 1 035 765, გამოჯანმრთელებულია 142 238.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


