Accentnews.ge
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 55 ტესტიდან 38-ზე პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 55 ტესტიდან 38-ზე პასუხი უარყოფითია

29/04/2020 07:57:45 საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 55 ტესტიდან 38-ზე უარყოფითი პასუხია. დღეს 17 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 92 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 189 პირია თვითიზოლაციაში.

გარდა ამისა,კახეთში 35 პაციენტს და 20 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, გრძელდება საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშების აღება, როგორც „ცხელების კლინიკებიდან“, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან. ტესტირება უტარდება მედპერსონალსაც.

კახეთში ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში შვიდი, ხოლო კარანტინის 11 ლოკაციაზე 611 მოქალაქე იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S