Accentnews.ge
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული ეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული ეწერება

29/04/2020 07:53:10 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 9 გამოჯანმრთელებული ეწერება – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანამა განაცხადა.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც გვახარებს“,– აღნიშნა რატიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი მკურნალობს.

„უარყოფითი დინამიკა არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. რეამინაციული პაციენტები 8 გვყავდა, მათგან 6 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ზოგიერთ მათგანთან დადებითი დინამიკა ვლინდება“,– განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, კლინიკაში შევიდა ერთი საეჭვო შემთხვევა – სხვა ქვეყნიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე და მისი მდგომარეობა სტაბილურია:

„ველოდებით კოვიდ–19–ის პასუხს და ამის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S