სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემხვევა დადასტურდა
29/04/2020 07:27:39 საზოგადოება
ახალციხის „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 39 ტესტიდან კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.
28 აპრილის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, სამი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია.
ცნობისთვის: ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დასასტურებული, მათგან 168 გამოჯანმრთელდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.


