აშშ–ში კორონავირუსმა 4 თვეში უფრო მეტი ამერიკელი იმსხვერპლა, ვიდრე 20–წლიანმა ვიეტნამის ომმა
29/04/2020 06:45:54 მსოფლიო
აშშ–ში ახალმა კორონავირუსმა 4 თვეში უფრო მეტი ამერიკელი იმსხვერპლა, ვიდრე 20–წლიანმა ვიეტნამის ომმა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid- 19-ით 59 266 ადამიანი დაიღუპა. აშშ–ის ეროვნული არქივის ცნობით კი, ვიეტნამის ომს, რომელიც 1955 წლიდან 1975 წლამდე მიმდინარეობდა, 58 220 ამერიკელი ჯარისკაცი.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყნაში ახალი კორონავირუსით 59 266 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 1 035 765, გამოჯანმრთელებულია 142 238.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


