Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

29/04/2020 06:34:44 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 114 653 ინფიცირებული, 2 992 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 717ინფიცირებული, 22 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1932 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 99 399 ინფიცირებული, 972 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S