Accentnews.ge
მე–3 დღეა, გერმანიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირებისა შემთხვევები იზრდება

მე–3 დღეა, გერმანიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირებისა შემთხვევები იზრდება

29/04/2020 06:19:37 მსოფლიო

გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირებისა და შემთხვევები იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით, 202 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 1 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 აპრილს Covid-19-ით 1 144 ადამიანი დაინფიცირდა, 27 აპრილს კი – 1018.

გუშინ რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელძღვანელმა ლოთარ ვიელერმა თანამოქალაქეებს შინ დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე 0,7–დან (რომელიც მიმდინარე თვის დასწყისში ფიქსირდებოდა) 1,0–მდე გაიზარდა. მოდით, შევინარჩუნოთ ის წარმატება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, წყალში ნუ ჩავყრით ყველაფერს და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდეთ შინიდან, დავრჩეთ სახლში. მოდით, შევამციროთ სოციალური კონტაქტები. ჩვენ აღარ გვსურს, რომ ინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატოს“, – განაცხადა ვიელერმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 6 314 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 159 912. 159 912 ინფიცირებულიდან 120 400უკვე გამოჯანმრთელებულია.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S