საქართველოს 4 მსხვილი ქალქი კვლავ ჩაიკეტა
29/04/2020 05:32:09 საზოგადოება
საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი შეზღუდვების მოხსნა დღეიდან – 29 აპრილიდან გაუქმებულია. შესაბამისად, 4 ქალაქი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი კვლავ ჩაკეტილია.
ამ ქალაქებში შესვლა, თუ პირი რეგისტრირებულ მისამართზე ბრუნდება ნებადართულია მხოლოდ ერთჯერადად. სხვა მიზნებით გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
შეზღუდვა არ ეხება სადისტრიბუციო მანქანებს და კონკრეტული პროფესიის ადამიანებს. როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა, უცნობია. ქვეყანაში ძალაში რჩება "კომენდანტის საათიც".


