Accentnews.ge
4–დღიანი კლების შემდეგ თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

4–დღიანი კლების შემდეგ თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

28/04/2020 19:33:59 მსოფლიო

4–დღიანი კლების შემდეგ თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით 92 ადამიანი დაიღუპა და 2 392 დაინფიცირდა.

  • 27 აპრილი – 95 გარდაიცვალა და 2131 დაიფიცირდა
  • 26 აპრილი – 99 გარდაიცვალა და 2357 დაინფიცირდა
  • 25 აპრილი – 106 გარდაიცვალა და 2861 დაინფიცირდა
  • 24 აპრილი – 109 გარდაიცვალა და 3 122 დაინფიცირდა

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილიდან 27 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 2 992 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 114 653, გამოჯანმრთელებულია 38 809.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S