იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000–ს გადააჭარბა
28/04/2020 19:25:48 მსოფლიო
იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000–ს გადააჭარბა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავდებით 382 ადამიანი გარდაიცვალა და 2 091 დაინფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ბოლო 10 დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირდება.
4 მაისიდან ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება იწყება.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალმა კორონავირუსმა 27 359 ადამინაი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 201 505, გამოჯანმრთელებულია 68 941.


