იმუნოლოგი: „ჩვენ არ ვიცით, ინფექციის გადატანის შემდეგ ავად კიდევ გავხდებით თუ არა“
28/04/2020 19:19:14 საზოგადოება
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ცნობები, ტოვებს თუ არა ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემთხვევაში მყარ იმუნიტეტს.
„ჯერ–ჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ამ ინფექციას ბოლომდე არ შეუძლია მყარი იმუნიტეტი გამოგვიმუშაოს. მერსის [კორონავირუსის წინა შტამი] შემთხვევაში, 2012 წლის კვლევებით, სამი წლის შემდეგაც იყო აღმოჩენილი ანტისხეულები, ანუ დაცვა ჰქონდათ საკმაოდ ძლიერი. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ვუშვებთ, რომ უსიმპტომოდ გადააქვთ დაავადება – 30%–ს, ვთქვათ, 10%–ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არ უყალიბდებათ ძალიან მყარი იმუნიტეტი და შესაძლოა, იმუნური პასუხი სწორედ ის 10–20% იყოს, რომელიც თუნდაც მცირე პოპულაცაზე, მაგრამ მაინც აჩენებს, როცა პაციენტებს ინფექციის გადატანის შემდეგ ანტისხეულები არ უვლინდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თეორიულად რომ დავუშვათ, შესაძლოა, პოპულაციური იმუნიტეტი საერთოდ არ გამოვიდეს. შესაბამისად, როგორც კი დაიწყო ლაპარაკი „იმუნიტეტის პასპორტზე“ – ამით გადაადგლება, სამსახურში დაბრუნება, სოციალური გააქტიუირება, არ დააყოვნა ჯანდაცვის ორგანიზაციამ, თქვეს, რომ ჯერ–ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს და მიმართა ქვეყნებს, ზედმეტი ფინანსური ხარჯები არ გაწიოთო, რადგან ეს არ არის რეკომენდაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ეფექტური იყოს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ არ ვიცით, ინფექციის გადატანის შემდეგ კიდევ გავხდებით ავად თუ არა“,– განაცხადა იმუნოლოგმა „ტვ პირველის“ ეთერში.


