Accentnews.ge
„ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი, როგორი მოლოდინიც გვქონდა“

„ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი, როგორი მოლოდინიც გვქონდა“

28/04/2020 18:03:02 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპრილის ბოლოსთვის დღეში რამდენიმე ასეული კოვიდპაციენტის არსებობის მოლოდინი იყო, თუმცა სადღეისოდ პროცესი მართვადია და დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში რჩება.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის გარკვეული ზრდის მოლოდინია.

„გარკვეული გარემოებები არსებობს, რის შემდეგადაც ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მზადყოფნაში, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის გვქონდეს გარკვეული ზრდა. მობილიზებულია სრულიად ჰოსპიტალური სექტორი, თუმცა ამავდროულად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის: იცით, რომ აპრილის ბოლოსთვის ერთ დღეში რამდენიმე ასეული პაციენტის დაინფიცირებაზე ვსაუბრობდით. დღეს ეს პროცესი მართვადია და ვთვლით, რომ ჩვენი მონაცემები კვლავ დარჩება ათეულობის ფარგლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 9 მაისისთვის ქვეყანაში 4000-დან 5000-მდე პაციენტის არსებობის მოლოდინი მოხსნილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S