სირიაში ტერაქტს 40–მდე ადამიანი ემსხვერპლა
28/04/2020 15:48:07 მსოფლიო
სირიის ქალაქ აფრინში მომხდარ ტერაქტს 40–მდე ადამიანი ემსხვერპლა,ხოლო 30–მდე დაშავდა, - იუწყება თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, აფრინში დანაღმული საწვავის ავზი აფეთქდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების უკან სავარაუდოდ, ქურთული სამხედრო დაჯგუფების, „სახალხო დაცვის შენაერთის“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები დგანან.


