რუსეთში "არასამუშაო დღეები" 11 მაისამდე გახანგრძლივდა
28/04/2020 15:26:34 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არასამუშაო დღეები 11 მაისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მან რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას სურს, რომ „იძულებითი დისკომფორტი მალე დასრულდეს, თუმცა იმაზე დაყრდნობა, რომ საფრთხე სავარაუდოდ, შემცირდა, სახიფათო უყურადღებობა იქნება“.
ამასთან, პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში ვირუსის გავრცელების შეფერხება მოხერხდა, თუმცა ვითარება რთული რჩება.
ცნობისთვის: პუტინმა არასამუშაო დღეები თავდაპირველადფ მარტის ბოლოს გამოაცხადა.
„არასამუშაო რეჟიმის“ დროს მშრომელებს უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასები იმ პერიოდში, როცა ისინი არ იმუშავებენ.
30 მარტიდან რუსეთში ამოქმედდა „თვითიზოლაციის საყოველთაო რეჟიმი“, რაც ახლოსაა საგანგებო მდგომარეობასთან.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია, სულ ცოტა, 93500 ადამიანი, გარდაიცვალა 867.


