საფრანგეთის პრემიერი: „თუ Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევები კლებაში არ წავიდა, ქვეყანაში კარანტინი 11 მაისის შემდეგაც გაგრძელდება“
28/04/2020 14:20:52 მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ მინისტრ ედუარდ ფილიპეს განცხადებით, ქვეყანაში კარანტინი შესაძლოა, 11 მაისს არ მოიხსნას.
„თუ Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევები კლებაში არ წავიდა, ქვეყანაში კარანტინი 11 მაისის შემდეგაც გაგრძელდება“, – განაცხადა ფილიპემ ეროვნული ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თმით, 11 მაისიდან ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება.
მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კარანტინი, რომელიც 17 მარტიდან მოქმედებს, 11 მაისს დასრულდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღეა, საფრანგეთში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 437 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ინფიცირების 3764 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 14 აპრილის შემდეგ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 23 293 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 165 842, გამოჯანმრთელებულია 45 513.


