მედია: „სააკაშვილის დანიშნვის საკითხი დაიბლოკა“
28/04/2020 11:57:40 მსოფლიო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის პარლამენტიდან გაითხოვა მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხში ვიცე–პრემიერ–მინისტრად დანიშნვის საკითხი,– ამის შესახებ Цензор.НЕТ–ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, სააკაშვილის დანიშნვის საკითხი ამ ეტაპზე დაბლოკილია და გაურკვეველია, განიხილება თუ არა:
„სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს. იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200 წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“.


