Accentnews.ge
ჩინელი მეცნიერები: "Covid-19 სავარაუდოდ,  სეზონური გახდება"

ჩინელი მეცნიერები: "Covid-19 სავარაუდოდ, სეზონური გახდება"

28/04/2020 10:53:20 საზოგადოება

ჩინელი მეცნიერების ვარაუდით, ახალი კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება და ის სხვა გრიპის ვირუსების მსგავსად, სეზონური გახდება - იუწყება Bloomberg.

მეცნიერების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Covid-19 17 წლის წინ გამოვლენილი დაავადება Sars-ის მსგავსად გაქრეს, რადგან ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ხალხის ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. მსგავსი, ასიმპტომური ადამიანები დაავდების გარცელებას უწობენ ხელს.

"დიდი ალბათობით, ეს არის ეპიდემია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებთან ერთად იარსებებს, სეზონური გახდება და შენარჩუნდება ადამიანების ორგანიზმში", - განაცხადა პათოგენური ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა ჯინ ქიმ.

ცოტა ხნის წინ Covid-19–ის სეზონურობასთან დაკავშირებით აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმაც ისაუბრა და აღნიშნა რომ შესაძლოა, დაავადება სეზონური ავადმყოფობა გახდეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S