Accentnews.ge
ტიკარაძე: "რეგიონებში, სადაც პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შექიმნება"

ტიკარაძე: "რეგიონებში, სადაც პერსონალი დაინფიცირდა, ექიმების დეფიციტი არ შექიმნება"

28/04/2020 10:41:18 საზოგადოება

საქართველოს ჯანდავის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში სადაც, ახალი კორონავირუსით სადმედიცინო პერსონალი დაინფიცირდა ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან უწყებას აქვს რესურსი სტრატეგიულად დაგეგმოს ექიმების განაწილება ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს, რომ COVID-19 დადასტურებული სამედიცინო პერსონალის უმრავლეს შემთხვევაში, დაინფიცირება სამუშაო ადგილზე არ მომხდარა:

“უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან დაკავშირებით და ვიწვევთ დამატებით ხარვეზებს რომელმაც გმაოიწვია მათი დაინფიცირება.

არ ვადასტურებ, რომ ექიმების დეფიციტი დგას. გამომდინარე იქიდან, რომ გაგვაჩნია რესურსი სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად ეს დეფიციტიი იმ რეგიონებში სადაც ექიმები დაინფიცირდნენ არ შეიქმნება” – ამბობს ტიკარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S