Accentnews.ge
„კოვიდ 19“–ის ტესტებს სახელმწიფო დააფინანსებს

„კოვიდ 19“–ის ტესტებს სახელმწიფო დააფინანსებს

28/04/2020 10:31:44 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო კორონავირუსის ტესტების შესყიდვას სრულად აფინანსებს.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის გავლილი.

„მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელების გაფართოება, როგორც ცხელების კლინიკებად და კოვიდ კლინიკებად, სახელმწიფო ამარაგებს ამ კლინიკებს და აწვდის იმ ტესტებს, რომლებიც არის მიღებული ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და კონსულტაციები გავლილია NCDC-სთან და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს დეპარტამენტის სააგენტოში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, როგორც მინისტრი ირწმუნება, ყოველდღიურად ქვეყანაში 10, 20 და 40 ათასი ტესტი შემოდის.

„რაც შეეხება ტესტების რაოდენობას ეს რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვიანიდან თქვენ იცით საკმაოდ დიდი ქსელი არის გაშლილი სადაც ხდება კლინიკებში პაციენტების ტესტირება და მიზნობრივი ტესტირება. აქედან გამომდინარე მარაგების რიცხვი არის ცვლადი. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტები. ის დაანონსებული რიცხვები, რომლებიც დღემდე იყო დაანონსებული ყველანაირი შეფერხების გარეშე ჩამოდის ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ის მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს ჩვენი მოსახლეობისთვის შესასრულებლად აუცილებლად იქნება დაცული“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S