გამოჯანმრთელებულ პაციენტთაგან ერთს სიმსივნის დიაგნოზი აქვს
28/04/2020 09:56:00 საზოგადოება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ოთხმა პაციენტმა დაამარცხა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ განუცხადა.
„კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, აქედან 50 კორონავირუსითაა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა 2 პაციენტი. ახალი პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან გადმოყვანილი. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, 3 დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და ის გამოჯანმრთელდა“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.


