Accentnews.ge
ჩეხი პოლიტიკოსების მოწამლვის მცდელობას რუსეთს უკავშირებენ

ჩეხი პოლიტიკოსების მოწამლვის მცდელობას რუსეთს უკავშირებენ

28/04/2020 09:02:04 მსოფლიო

პრაღის მერს ზდენეკ ჰრიბს უკვე რამდენიმე კვირაა, პოლიცია იცავს. მედიის ინფორმაციით, ჰრიბი და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკოსი ონდრეი კოლარი შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მოწამვლის გეგმის სამიზნეები გამხდარიყვნენ. კერძოდ, გამოცემები წერენ, რომ მოწამლვის გეგმა მერის იმ გადაწყვეტილებას უკვავშირდება, რომლის მიხედვითაც პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა.

რაც შეეხება კოლარს, რომელიც პრაღის მეექვსე რაიონის მერია, მისი გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირის დროს დადგმული ძეგლი აიღეს.

არსებული ცნობებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა გააფრთხილა რუსეთის ელჩი, რომ თუ ჩეხ პოლიტიკოსებს რამე დაემართებათ, ამას შედეგები მოჰყვება.

როგორც გამოცემა „რესპექტი“ წერს, ოპერაციის მონაწილე რუსეთის დაზვერვის ოფიცერი პრაღაში სამი კვირის წინ დიპლომატიური პასპორტით ჩავიდა და ძლიერი ბიოტოქსინი რიცინი ჩაიტანა.

ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დიმიტრი პესკოვი ყალბ ახალ ამბავს უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S