სტოლტენბერგმა ჩინეთი და რუსეთი დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა
28/04/2020 08:08:09 მსოფლიო
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის შესახებ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან ტელეკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა.
"რუსეთისა და ჩინეთის წარომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ნატო-ელი მოკავშირეები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ერთმანეთს მხარს არ უჭერენ, არ ძალუძთ, დაიცვან თავისი მოზხუცები და რომ სწორედ ისიინი არიან დამნაშავეები ვირუსის გავრცელებაში. მსგავსი განცხადებების რამდენიმე მაგალითი გვაქვს პეკინსა და მოსკოვში. ისინი სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს მცდელობას, ნატო-ს ქვეყნებს შორის შუღლი ჩამოაგდონ. რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობებს ეპიდემიისგან დაზარალებულთა დახმარებაში ურთიერთქმედების კუთხით, თავდაცვის მინისტრების ამასწინანდელ ტელეკონფერენციაზე ყველა მონაწილე შეთანხმდა, გაზარდოს და დააჩქაროს ერთობლივი მუშაობა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საზღვრებზე პაციენტების გადაყვანას,სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების გადაზიდვას. საწინააღმდეგოს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტების კითხვების ნაწილი ნატო-ს ძალების ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე წარმოდგენილობას ეხებოდა. სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ნატო-ს განზრახვა, თავისი საბრძოლო ქვედანაყოფები ბალტიის ქვეყნების ტერიტორიებზე განათავსოს, ურყევია:
"ეს არა მარტო სიტყვებია, არამედ საქმეც. მოკავშირეთა საბრძოლო ქვედანაყოფები დსლოცირებულები არიან ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში და პოლონეთში. ნატო-ს ავიაცია აგრძელებს პატრულირებას ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებში. გრძელდება ასევე სამხედრო ხომალდების პატრულირება ბალტიის ზღვაში”.
სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ სამოკავშირეო ძალები წვრთნის განუწყვეტელ პროცესში იმყოფებიან და ძალუძთ ერთობლივი მანევრების განხორციელება. საბრძოლო მზადყოფნაში მეცადინეობების ძირითადი ნაწილი, მისი თქმით, დისლოკაციის ადგილებზე მდებარე ბაზების ტერიტორიებზე მიმდინარეობს:
"ამავდროულად ნატო-ს ძალები აგრძელებენ თავის მისიებს სხვა რეგიონებში. მაგალითად, ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრხოების ძალების მხარდაჭერას ავღანეთში, სადაც ათასობით ჩვენი სამხედრო იმყოფება. ჩვენ წარმოდგენილები ვართ კოსოვოში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ყველა ჯგუფის დაცვაში შეგვაქვს წვლილი".
იენს სტოლტენგერგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეების სამხედრო ხომალდები ეგეოსის ზღვაში მორიგეობენ, რითაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის სამიგრაციო კრიზისის დასაძლევად მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში შეაქვთ წვლილი.


