Accentnews.ge
რადის სპიკერი სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა

რადის სპიკერი სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა

28/04/2020 08:03:43 მსოფლიო

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი დარწმუნებული არ არის, რომ ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე საქართველოს ექს-პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდუდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მან РБК-Украина-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც რაზუმკოვმა აღნიშნა, “ხალხის მსახურის” გუნდში საკმარისი რაოდენობით არიან ადამიანები, რომლებიც სასარგებლონი იქნებოდნენ მინისტრთა კაბინეტისთვის.

«ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა სფეროებში უცხოელი ექსპერტების მოზიდვა ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჩვენს გუნდშიც საკმარისი რაოდენობით არიან კოლეგები, რომლებიც რეფორმების გატარებას შეძლებდნენ და სასარგებლონი იქნებოდნენ მინისტრთა კაბინეტისთვის. დღეის მდგომარობით, დარწმუნებული არ ვარ, რომ სრულად გავიზიარებ და მხარს დავუჭერ საკადრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის კუთხით განიხილება», - აღნიშნა მან.

მანამდე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რაზუმკოვს წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნვა ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეარყევდა.

უმაღლეს რადაში განაცხადეს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშნვის საკითხი 30 აპრილისთვის დაგეგმილი საგანგებო სხდომის დღის წესრიგში ჯერ-ჯერობით შეტანილი არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S